წარმატებულ შესახლებას ვუსურვებ სისტემაში, რომელსაც ვერ იცნობს – წულუკიანი ქარდავაზე

“წარმატებულ შესახლებას ვუსურვებ სისტემაში, რომელსაც ვერ იცნობს”- ამის შესახებ, კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ფეისბუქის გვერდზე წერს რითიც, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადირებას გამოეხმაურა.

”მადლობას ვუხდი უკრანელ სამართალდამცველებს, ასევე, უკრაინის მთავრობას, ძალზედ ხანგრძლივი სამართლებრივი პროცესის წარმატებით დასრულებისთვის! საერთაშორისო თანამშრომლობას დანაშაულთან ბრძოლის საქმეში ალტერნატივა არ აქვს! ცნობილ სუბიექტს კი წარმატებულ შესახლებას ვუსურვებ სისტემაში, რომელსაც ვერ იცნობს. ქართული ციხე დღეს ადამიანის უფლებების დაცვის შესანიშნავი მაგალითია!” – განაცხადა წულუკიანმა.