წაღებულია ტკბილეული, სიგარეტი, ჩარიცხვის აპარატი – ლაგოდეხში ორი მაღაზია გაქურდეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოდნისკარში ორი სასურსათო მაღაზია გაქურდეს.წაღებულია სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, პროდუქტი, ტკბილეული, თამბაქოს ნაწარმი და ალკოჰოლური სასმელები.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ, რომლებიც მაღაზიის მეპატრონეებს კითხავენ. ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელი ამბობს, რომ მძარცველი შენობაში მთავარი კარიდან შევიდა.