წითელი ჯვარი საქართველოს 100 000 დოზა სინოფარმს გადმოსცემს

წითელი ჯვარი საქართველოს 100 000 დოზა სინოფარმს გადმოსცემს. ამის შესახებ ინფორმაციას, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ავრცელებს.  გაბუნიას თქმით, ვაქცინის გადმოცემასთან დაკავშირებული დეტალები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

“იგეგმება სინოფარმის ვაქცინის დონაცია წითელი ჯვრის საერთაშორისო ფედერაციის და ასევე ჩინეთის წითელი ჯვრის საშუალებით. რაც იქნება დიდი დახმარება ჩვენი ვაქცინაციის პროგრამისთვის. დეტალები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი, იმასთან დაკავშირებით თუ როდის იქნება ხელმისაწვდომი ის 100 000 დოზა, რასაც წითელი ჯვარი შემოგვთავაზებს”. – ამბობს თამარ გაბუნია.

გუშინ, 7 მაისს ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ საქართველოში სინოფარმის ვაქცინის 500 000 დოზა ივნისშიც შემოვა.