წინა ხელისუფლების დროს სკოლებს ანგრევდნენ – განათლების მინისტრი

წინა ხელისუფლების დროს სკოლებს ანგრევდნენ  – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი კიდევ ერთხელ, ახსენებს  საზოგადოებას, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს ანგრევდნენ სკოლებს, პროფესიულ სასწავლებლებს და უნიკალურ ლაბორატორიებს.მისი თქმით, ახლა “ქართული ოცნება სკოლებს და საგანმანათლებლო ცენტრებს აშენებს.

“ჩვენი მიზანია და ბატონი პრემიერ-მინისტრის მიერ არის განსაზღვრული, რომ საქართველოს უკლებლივ ყველა სკოლა იყოს ევროპული სტანდარტის შესაბამისი და ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ. მოგეხსენებათ, წინა ხელისუფლების დროს სკოლებს ანგრევდნენ, ანგრევდნენ უნიკალურ ლაბორატორიებს, პროფესიულ სასწავლებლებს. მათგან განსხვავებით, ჩვენი გუნდი სკოლებისა და საგანმანათლებლო ცენტრების აღმშენებლობით არის დაკავებული.  ბატონმა პრემიერმა ისაუბრა პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე. ჩვენი ხედვა და სტრატეგია არის ყველა რეგიონში პროფესიული კოლეჯის დაფუძნება, რომელიც ორიენტირებული იქნება კონკრეტული რე გიონის ინტერესზე”, – თქვა ჩხენკელმა.