წინ არაერთი შეხვედრა გველოდება – ნათელაშვილი

“კიდევ გველოდება წინ არაერთი შეხვედრა “-  ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შლვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები არ დასრულებულა.

“მინდა საზოგადოებას ვთხოვო, რომ ნუ ინერვიულებენ ძალიან რაუნდების რაოდენობაზე. კიდევ გველოდება წინ არაერთი შეხვედრა, რადგან ასე უცბათ გლობალური პოლიტიკური საკითხები არ წყდება. მათ შორის შორის მსოფლიო პრაქტიკაში. მე შემიძლია გითხრათ ლეიბორისტული პარტიის პოზიცია. პარლამენტში არ შევდივართ, პარლამენტი არ უნდა შედგეს, პარასკევს დარბაზში უნდა იჯდეს მხოლოდ ქართული ოცნება სამარცხვინოდ, მთელი მსოფლიოს თვალწინ კიდევ ერთხელ უნდა გაშიშვლდეს ივანიშვილის დანაშაულებრივი ბანდა”, – განაცხადა ნათელაშვილმა.