“წმინდა სინოდში უხვად არიან რუსული გავლენის აგენტები და რეზიდენტები ჩანერგილნი“–თეოლოგების ალტერნატიული “ეპისტოლე“

თეოლოგები აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ალტერნატიულ ეპისტოლეს ავრცელებენ, სადაც წერია, რომ რუსეთი სისტემატიურად არღვევს კანონიკურ საზღვრებს, ამ ყველაფერზე კი საქართველოს საპატრიარქო დუმს, რაც აჩენს ეჭვს, რომ სინოდში რუსული გავლენები მძლავრადაა:

“საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღემდე ინარჩუნებს ევქარისტიულ კავშირს რუსეთის ეკლესიასთან, რომელიც სისტემატურად არღვევს ივერიის უძველესი საყდრის კანონიკურ საზღვრებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და სჯულის კანონის უხეში დარღვევით ადგილზე ახორციელებს საეკლესიო მსახურებას. აღნიშნულთან მიმართებით საქართველოს საპატრიარქოს დუმილი და უმოქმედობა საზოგადოებაში აღვივებს გონივრულ ეჭვს, რომ წმინდა სინოდში უხვად არიან რუსული გავლენის აგენტები და რეზიდენტები ჩანერგილნი, რომლებიც საქართველოს საზიანოდ მოქმედებენ”,-ნათქვამია ეპისტოლეში.

ეპისტოლეს ხელს აწერენ:

  • ზვიად ცაბაძე
  • გიორგი ტიგინაშვილი
  • გიორგი გეგუჩაძე
  • ვანო შოშიაშვილი
  • გიგა ამირანაშვილი
  • დავით ნებიერიძე
  • ლადო წითლიძე
  • გურამ პაპავა
  • ლაშა ჯიხვაშვილი
  • გოგა ესიავა
  • სანდრო ხაჯალია
  • ეკლესიის ისტორიის მკვლევრები:
  • შოთა მათითაშვილი
  • ბექა ჭიჭინაძე