წულუკიანს არ ვიკადრებ – ტორესა მოსიმ ”ლიტერას” პრემიიდან საკუთარი წიგნი მოხსნა

წულუკიანს არ ვიკადრებ –  ლიტერატურული პრემიის, ”ლიტერას” ერთ-ერთმა კონკურსანტმა, ტორესა მოსიმ საკუთარი წიგნი, ორდროშობანა კონკურსიდან მოხსნა. მისი თქმით, კულტურის სამინისტროს დაფინანსებულ ნებისმიერ პროექტში მონაწილეობაზე უარს აცხადებს და სანამ კულტურის მინისტრი თეა წულუკიანია, ის უწყებას ბოიკოტს უცხადებს

“გრძელ სიაში ჩემი ორდროშობანაცაა, თუმცა როგორც უკვე განვაცხადე უარს ვამბობ კულტურის სამინისტროს დაფინანსებულ ნებისმიერ პროექტში მონაწილეობაზე. უკვე ველაპარაკე ჩემ გამომცემელს და შესაბამისად, ორდროშობანა მოიხსნება ლიტერადან.

წულუკიანს არ ვიკადრებ მე. სანამ ეგ ქალია კულტურის მინისტრი სრულ ბოიკოტში ვიქნები მაგ უწყებასთან.”- წერს ტორესა მოსი.