წყალდიდობა თბილისში – წვიმის შედეგად სამგორში მანქანები დაიძირა (ვიდეო)

ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ 20-წუთიანი წვიმის შედეგად სამგორის ხიდთან მანქანები დაიძირა.

“20 წუთი იწვიმა და ავტომობილები დაიძირა… კარგად რომ დაგეგმეს სანიაღვრე სისტემები და ხარისხიანად გააკეთეს ხიდი – კლასიკური მაგალითია”,– წერს ხაბეიშვილი და ფაქტის ამსახველ ვიდეოს ავრცელებს.