წყარო სრულიად უცნობია, არანაირ საეჭვო კლასტერთან არ გვქონია კავშირი – ტვ პირველის ჟურნალისტი

ტვ პირველის ჟურნალისტი და დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის მეუღლე წერს, რომ მათი ინფიცირების წყარო სრულიად უცნობია, რადგან არცერთ საეჭვო კლასტერთან კავშირი არ ჰქონიათ.

“მეგობრებო და ჩემო კოლეგებო, გიდასტურებთ. უბრალოდ ფიზიკურად შეუძლებელია ამდენ ზარს და შეტყობინებას ვუპასუხო. თავს კარგად ვგრძნობთ, მხოლოდ ვდარდობ იმ ადამიანებზე, ვისთანაც ბოლო 2-3 დღის განმავლობაში გვქონდა მჭიდრო კონტაქტი. აუცილებლად უნდა მოხდეს ამ კონტაქტების კვლევა. როგორც კი საეჭვო სიმპტომები გამოგვივლინდა დაუყოვნებლივ მივიღეთ ზომები.

წყარო სრულიად უცნობია. არანაირ საეჭვო კლასტერთან არ გვქონია კავშირი. ვეცდებით, ესეც გამოვარკვიოთ”. – წერს ჟურნალისტი ვიკა ბუკია.

კორონავირუსი დაუდასტურდა მის მეუღლეს, დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილს.

9 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 4 ადამიანი. 44 ახალი შემთხვევიდან 25 აჭარას უკავშირდება.