წყნეთის გზაზე, სავარაუდოდ, მანქანაში ერთი ადამიანი ჩაცხრილეს

თბილისში, წყნეთის გზაზე ერთი ადამიანი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით ის მანქანაში ჩაცხრილეს.  ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია. შემთხვევის ადგილი ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.