“წყობიდან გამოვედი… ბოდიში ყველასთან, მათ შორის ოპონენტთან და წამყვანთან” – ზურაბ ჯაფარიძე თენგიზ ცერცვაძესთან დებატებზე

ზურაბ ჯაფარიძე “ფეისბუქზე” წერს, რომ “დღის კურიერში” თენგიზ ცერცვაძესთან დებატების დროს “წყობიდან გამოვიდა” და ამის გამო ბოდიშს იხდის.

“წყობიდან გამოვედი, მიუხედავად იმისა, რომ მთელი დღე საკუთარ თავს ვამზადებდი, ეგ არ დამმართნოდა.

და ეს არ არის ბოლო პერიოდში პირველი შემთხვევა.

ნერვები აღარ მივარგა i guess.

ბოდიში ყველასთან, მათ შორის ოპონენტთან და წამყვანთან” – წერს ჯაფარიძე.

“გირჩის” ლიდერმა “დღის კურიერში” ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი დაწესებული შეზღუდვების გამო გააკრიტიკა და ბრალდებები წაუყენა.