ხაზს ნუ ცდები თორე სადარბაზოში გიპოვნიან დაჩეხილს – ვიკა ბუკიას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან

TV პირველის წამყვანს, ვიკა ბუკიას ანონიმური პირი მას უცენზურო სიტყვებით მიმართავს და სიცოცხლის მოსპობით ემუქრება. ამის დამადასტურებელ სქრინს, ვიკა ბუკია სოციალურ ქსელში აქვეყნებს. ანონიმური პირი წერს, რომ ვიკა ბუკიას და მისი თანაწამყვანის მისამართები იცის.

ვიკა ბუკია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფებოდა, თუმცა უწყებაში არ ამბობენ, დაიწყო თუ არა გამოძიება ჟურნალისტის მიმართ მუქარაზე.