ვინც პარლამენტიდან გასვლას კარგ ნაბიჯად თვლის, რა არის მეორე ნაბიჯი? – სამნიძე

რესპუბლიკური პარტიის ლიდერი, ხათუნა სამნიძე ფიქრობს, რომ 19 აპრილის შეთანხმების ანულირების ფონზე პარლამენტის დატოვება სწორი ნაბიჯი არაა.

“ოპოზიციის პასუხი ყველაზე მეტად არ უნდა იყოს ემოციური და ქაოტური. ჩვენ გვჭირდება სერიოზული დაფიქრება და კოორდინაცია.

მე ვლაპარაკობ რესპუბლიკური პარტიის სახელით, რა თქმა უნდა. მე არ ვფიქრობ, რომ ეს არის სწორი ნაბიჯი. ყველა ვერსიაზე უნდა ვისაუბროთ, რას რა მოჰყვება. მაგრამ ისინი, ვინც ამას კარგ ნაბიჯად თვლის, მაშინ უნდა ვკითხოთ, რა არის მეორე ნაბიჯი. მე ჯერ არ მომისმენია”, – თქვა მან ფორმულას ეთერში.

ქართულმა ოცნებამ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. მმართველი პარტიის განცხადებით, რიგგარეშე არჩენების დანიშვნა მათ “კეთილ ნებაზე” იქნება დამოკიდებული.