ხალხმა მარსზე მშენებლობის წესები დაამტკიცა და ჩვენ გარე ვაჭრობის წესები ვერ დავამტკიცეთ – ლაშა ჩხარტიშვილი

ხალხმა მარსზე მშენებლობის წესები დაამტკიცა და ჩვენ გარე ვაჭრობის წესები ვერ დავამტკიცეთ – ამის შესახებ  ”ლეიბორისტული პარტიის წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა TV კავკასიის ეთერში განაცხადა, რითიც გამოეხმაურა ვარკეთილის მეტროსთან გარე მოვაჭრეების დაშლას.

“ხშირად კრიმინალის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის უმძიმესი სოციალური ფონი, უმუშევრობა და ა.შ. იმის მაგივრად რომ მოაწესიგონ, ეს ხალხი არ აიძულონ მათხოვრები გახდნენ, ან შიმშილით მოკვდნენ ან უწამლოდ მოკვდნენ ან უცხოეთში წავიდნენ ამის მაგივრად ასე მოჭრილად ებრძვიან.  გამოსავალი არის სხვა რამეში, ყველა თვით დასაქმებულს უნდა მოუფრთხილდე, უბრალოდ რაღაც წესები უნდა დაუდგინო, ახალი ველოსიპედის გამოგონება არ არის საჭირო. 14 წელია ამაზე ვლაპარაკობ კანონპროექტიც შევიტანე 2009 წელს.

პირველ რიგში გარე ვაჭრობა არ უნდა აიკრძალოს, უნდა იყოს კანონიერი და მოწესრიგებული. ჩვენი კანონმდებლობა გარე ვაჭრობას არ კრძალავს. ხალხმა მარსზე მშენებლობის წესები  დაამტკიცა და ჩვენ გარე ვაჭრობის წესები ვერ დავამტკიცეთ. უნდა იყოს რამდენიმე საკითხი მოგვარებული,  პირველ რიგში გარე ვაჭრობისას უნდა იყოს სანიტარული ნორმები მოგვარებული, მეორე გადაადგილების პრობლემა არ უნდა ჰქონდეს ფეხით მოსიარულეს ან მანქანას და მესამე, ეს არის ვიზუალური მხარე. გადაადგილებისას კანონპროექტში მიწერია, რომ ტროტუარის არაუმეტეს ნახევრისა იყოს დათმობილი გარემოვაჭრეთათვის, როგორც მანქანების სადგომებია შემოხაზული ისე უნდა იყოს შემოხაზული გარევაჭრობის შემთხვევაშიც. ის კი არ უნდა ამტკიცონ სად არ შეიძლება,  არამედ სად შეიძლება.

გარე მოვაჭრის არსებობა განაპირობებს დაბალ ფასებს, რაც მეტია გამყიდველი მით დაბალია ფასი. რატომ ებრძვიან პერიოდულად და რატომ არ უყვართ, წინასაარჩევნო პერიოდში სჭირდებათ მანიპულაციისთვის რომ დააძალონ, მიუშვებენ და ხმებს ნაწილობრივ იღებენ არჩევნების შემდეგ მათ ყრიან. ივანიშვილის კარფური იქნება თუ კალაძის მარკეტები იქნება, აკლდება 5-10% ყოველდღიურად იმის გამო რომ გარე მოვაჭრეს სახლში მიაქვს 15-20 ლარი.  ” –  განაცხადა ჩხარტიშვილმა