ხალხს არ უნდა დესტაბილიზაციაში მონაწილეობა, 4000 კაცსაც პატივი უნდა ვცეთ – ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ საზოგადოებს დიდ ნაწილს არ უნდა დესტაბილიზაციაში მონაწილეობა, თუმცა აქციაზე შეკრებული 4-5 ათას კაცს პატივი უნდა სცენ.

“ხალხს არ უნდა მონაწილეობა მიიღოს ქვეყნისთვის დამღუპველ პროცესებში, რასაც ჰქვია დესტაბილიზაცია. ხალხს კარგად ესმის, რომ სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გაურესება, თუნდაც პანდემიის ვითარების გაუარესება არის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რომელსაც ესენი ემსახურებიან.

ხალხის რაოდენობაზე ვლაპარაკობ ახლა მე და არა უხეშად, არამედ ვამბობ, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს… მე არაფერს ვიჩემებ, მაგრამ 4000 კაცს… შეიძლება 4 არა, 5 ათასი… რა მნიშვნელობა აქვს რაოდენობას, 5 ათასი კაცი იქნება თუ 3 ათასი, პატივი უნდა ვცეთ, რასაკვირველია”,- ამბობს გია ვოლსკი.

ცნობისთვის, დღეს ოპოზიციამ მრავალათასიანი აქცია გამართა. მოქალაქეები ფილარმონიიდან მსვლელობით პარლამენტისკენ გაემართნენ, სადაც ოპოზიციამ საკუთარი გეგმა წარადგინა. ისინი სხვადასხვა შენობის პიკეტირებასა და აქციებს გეგმავენ.