ხარკოვის ოლქის გათავისუფლებულ სოფელში ნაწამები ცხედრები იპოვეს

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ხარკოვის ოლქის გათავისუფლებულ სოფელ ზალიზნიჩნოეში უკრაინელმა სამართალდამცავებმა 4 ადგილობრივის ცხედარი იპოვეს, რომლებსაც სხეულზე წამების კვალი აღენიშნებათ.

ცხედრები სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

როგორც გენერალური პროკურატურა აცხადებს, სოფლის მცხოვრებლებმა, დეოკუპაციის შემდეგ სამართალდამცავ ორგანოებს  თავად მიმართეს და განუცხადეს, რომ რუსმა სამხედროებმა მათი თანასოფლელები დახოცეს.

როგორც ცნობილია,  ოკუპანტებმა მშვიდობიანი მოქალაქეები სოფლის ოკუპაციის დროს მოკლეს.

გუშინ,  უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკივის რეგიონში უკვე 40-მდე დასახლება გაათავისუფლეს.