ხარკოვის ოლქში უკრაინელები რუსეთის საზღვრამდე გავიდნენ

სოციალურ ქსელებში გამოჩნდა უკრაინელი სამხედროების ვიდეო, რომელიც სავარაუდოდ გოპტოვკაშია გადაღებული. ეს არის პატარა დასახლება, ხარკოვიდან ჩრდილოეთით, სადაც რუსეთ–უკრაინის სასაზღვრო გამშვები პუნქტი მუშაობდა ხარკოვის ოლქის დერგაჩევსკის რაიონში. ამ პუნქტის აღება იმას ნიშნავს, რომ უკრაინელებმა რუსები ხარკოვის ოლქის ჩრდილოეთით, რუსეთ–უკრაინის საზღვრამდე განდევნეს.

ინფორმაცია ოფიციალური წყაროებით ჯერ არ დასტურდება.

დღეს დილიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ხარკოვის ოლქში კონტრშეტევას განაგრძობენ. კერძოდ, უკრაინული მხარის ინფორმაციით რუსი სამხედროები წავიდნენ დასახლება კაზაჩია ლოპანიდან. ის რუსეთის ბელგოროდის ოლქის საზღვრიდან 3 კილომეტრით არის დაშორებული.