ხატია დეკანოიძე განმარტავს, იქნება თუ არა თბილისის მერობის კანდიდატი

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ არ განიხილება თბილისის მერად მისი კანდიდატურის დაყენება.

“მე აშშ-ში არ შევხვედრივარ მიშას. ნამდვილად არ მქონია მასთან საუბარი. ამ საკითხზე არ მიდის მსჯელობა. ჩვენ უახლოეს პერიოდში გამოვაცხადებთ გეგმას, რა გეგმითაც გავალთ თვითმმართველობის არჩევნებზე. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ხატიას კანდიდატურა ნამდვილად არ განიხილება”,– ამბობს დეკანოიძე ფორმულას ეთერში.

მისივე განცხადებით, შემოდგომით ან ოპოზიცია გაიმარჯვებს, ან ქვეყანაში დადგება დრო, როცა პუტინი ძალიან კარგად იგრძნობს თავს.