ხაშურის მუნიციპალიტეტში კერძში მარილის ნაცვლად პესტიციდი ჩაყარეს – მოწამლულია ოჯახის 3 წევრი

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურში, კერძში მარილის ნაცვლად პესტიციდი ჩაყარეს – მოწამლულია ოჯახის 3 წევრი. ინფორმაციას ადგილობრივი მედია „მოზაიკა“ ავრცელებს.

მოწამლული ოჯახის წევრები,  ინტოქსიკაციის სიმპტომებით, ხაშურის ერთ-ერთ კლინიკაში მოათავსეს.

“ეს პიროვნებები პესტიციდებით იყვნენ მოწამლულები. როგორც შემდეგ გაირკვა, ოჯახის ერთ-ერთ წევრს საჭმელში მარილის მაგივრად შემთხვევით პესტიციდი ჩაუყრია”, – აცხადებს  ექიმი.

პაციენტების მდგომარეობა დაასტაბილურეს, შემდეგ კი, დამატებითი კვლევებისთვის, თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.