ხელისუფლებამ ომახიანად დაგმო ძალადობა, რომელიც ვერ აღკვეთა – მეზვრიშვილი

პარტია “საქართველოსთვის” წევრი, ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებამ “ომახიანად დაგმო” ძალადობა, რომელიც ვერ აღკვეთა.

მისივე განცხადებით, ხელისუფლებამ ეს რისკები ვერ მართა.

“კარგად იცოდა იმ ფონზე, როცა წინა დღეებში განცხადებები კეთდებოდა, მათ შორის რადიკალური ტიპის განცხადებები, იყო რაღაც ძალადობისკენ მოწოდებები, კონკრეტული ტიპის მესიჯები. ამ ფონზე ვერც პრევენცია მოახერხა. მეორე, როცა ძალადობა ხდება თვითონ პროცესში, იქ მოახდინოს რეაგირება, ვერც ეს მოახერხა. ფაქტობრივად, სახელმწიფოს წარმომადგენლები იყვნენ გაჩერებულები. ძალიან გული მწყდება, რომ კიდევ ერთხელ ზიანი მიიღო პოლიციამ. ჩვენ ვნახეთ, რომ სახელმწიფო, უბრალოდ, გუშინ თავის ფუნქციას, ძალადობის აღკვეთისას არ ასრულებდა”,– თქვა მეზვრიშვილმა.