ხელისუფლებას აქვს სააკაშვილის მკვლელობის გეგმა – საძაგლიშვილი

“გარემოებები მიუთითებს იმას, რომ ხელისუფლებას აქვს სააკაშვილის მკვლელობის გეგმა” – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, სააკაშვილი ვლადიმირ პუტინის პატიმარია და ”ქართული ოცნება” რუსეთის დავალებებს ასრულებს.

“დაწყებული ჰოსპიტალიზაცასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემებით, გაგრძელებული ასეთი წვრილმანი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი და შინაარსობრივი პრობლემების შექმნით, როგორიც არის, კომუნიკაციის საშუალების წართმევა პრეზიდენტ სააკაშვილისთვის, რეალურად, ეს გარემოებები მიუთითებს იმას, რომ ხელისუფლებას აქვს სააკაშვილის მკვლელობის გეგმა. მოგეხსენებათ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ვლადიმერ პუტინის პირადი პატიმარი და შესაბამისად, ქართული ოცნება ასრულებს რუსულ დავალებებს, მისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლესთან დაკავშირებით”.- ამბობს საძაგლიშვილი.