ხელისუფლებას გამოუვა იმდენი, რამდენის უფლებასაც საზოგადოება მისცემს – მარგველაშვილი

ხელისუფლებას გამოუვა იმდენი, რამდენის უფლებასაც საზოგადოება მისცემს – ამის შესახებ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა. მარგველაშვილი ამ წუთებში, პარლამენტთან მედიის მიერ დაორგანიზებულ აქციაზე იმყოფება და მოქალაქეებს მისვლისკენ მოუწოდებს.

”ნებისმიერ ხელისუფლებას გამოუვა იმდენი, რამდენის უფლებასაც საზოგადოება მას მისცემს.შესაბამისად, თუ ჩვენ ვთვლით, რომ უნდა ვიცხოვროთ დემოკრატიულ საქართველოში, თუ ვთვლით რომ ჩვენი უფლებები მნიშვნელოვანია,  თუ ჩვენ თავს არ ვთვლით მასად, რომელსაც ერთმანეთს მიუქსევენ და ამით გაართობენ, მაშინ ეს არ გამოუვათ, ეს არის კიდევ ერთი გამოცდა, კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც უნდა გავიაროთ ერთად”, – ამბობს გიორგი მარგველაშვილი.