“ხელისუფლებას ეშინია” – “სირცხვილია” ღარიბაშვილს პასუხობს

ეშინიათ საქართველოს მოქალაქეების სიმრავლის” – ასე  პასუხობს მოძრაობა “სირცხვილია” საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, სადაც ის აცხადებს, რომ 20 ივნისის აქციას ის ხალხი მართავს ვინც  “ადამიანებს კლავდა, აუპატიურებდა, აწამებდა და ქვეყნის ტერიტორიებს მოღალატეობრივად ურიგებდა ოკუპანტ ქვეყანას”. ღარიბაშვილმა ასევე დაამატა რომ  ”არცერთ უკანონო ქმედებას არავის არ ვაპატიებთ. ჩვენ, მთავრობა, კანონით მონიჭებული უფლებით და ძალით დავიცავთ ჩვენი მოქალაქეების მშვიდობას და ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას”.

“სირცხვილიას” წევრის, ნოდარ რუხაძეს, შეფასებით,  ირაკლი ღარიბაშვილს მოქალაქეების სიმრავლის ეშინია, რომლებიც აქციაზე მივლენ. მისი თქმით, ხელისუფლება ხალხში ქაოსის გამოწვევა ცდილობს, რათა შემდეგ ისინი მარტივად სამართავები გახადოს.

  • ”ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადება არის შიშით ნაკვები განცხადება. მათ ეშინიათ საქართველოს მოქალაქეების სიმრავლის. იმ ადამიანების სიმრავლის, რომლებიც ქვეყანაში მხარს უჭერენ ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ქვეყნის ევროპულ გზას, ქვეყნის ისტორიულ არჩევანს. რაც შეეხება ამ უსაფუძლო ბრალდებებს, ეს არის მათი სტანდარტული პროპაგანდისტული ხერხი, რომელიც მომართულია იმისკენ, რომ მოქალაქეები დაჰყონ, საზოგადოებაში პოლარიზაცია გაზარდონ და მოქალაქეებმა ამ ქაოსისა და დაბნეულობის ფონზე სიმართლე ვეღარ გაარკვიონ, – ამბობს ნოდარ რუხაძე.