ხელისუფლებას ჯიპების ყიდვა ურჩევნია უფასო ცურვის კურსების გახსნას – ნათელაშვილი

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ეხმიანება გარდაბანში, ტბაში 2 მოზარდის გარდაცვალების ფაქტს.

მისი თქმით, ხელისუფლებას შეუძლია, უფასო ცურვის კურსები გახსნას, თუმცა მას ჯიპების ყიდვა ურჩევნია.

“მინდა, ვწუხარებით აღვნიშნო კიდევ 2 მოზარდის გარდაცვალება. ისინი დაიხრჩვნენ გარდაბანში, აი, ამ წუთებში. უსინდისო ხელისუფლებას ჯიპების ყიდვა ურჩევნია უფასო ცურვის კურსების გახსნას, რათა ყველა მოზარდმა იცოდეს ის ელემენტარული, რის გარეშეც ამდენი ტრაგედიით იწყება ყოველი სეზონი”,– ამბობს ნათელაშვილი ბრიფინგზე.