ხელისუფლება სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებს არ იძიებს – GDI ვასაძის ულტიმატუმზე

ხელისუფლება სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებს არ იძიებს – “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” გმობს პარტია “ერის” დამფუძნებლის, ლევან ვასაძის განცხადებას, რომელმაც ხელისუფლებას “თბილისი პრაიდის” ღირსების მარშის გასაუქმებლად 10-დღიანი ვადა მისცა.

“ხელისუფლება სათანადო ღონისძიებებს არ ატარებს ლევან ვასაძის, სხვა სიძულვილის ჯგუფების და ზოგადად ჰომოფობიური და სიძულვილის წამახალისებელი განცხადებების/ძალადობრივი ქმედებების საპასუხოდ და არ ახორციელებს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ეფექტურ გამოძიებას. სწორედ ამის შედეგია ის, რომ ყოველწლიურად ჰომოფობიური დაჯგუფების ლიდერები და წევრები ღიად იმუქრებიან და აანონსებენ თავდასხმებს ლგბტ+ თემის წარმომადგენლებსა და მხარდამჭერებზე”, – წერს GDI.