ჩვენი პასუხისმგებლობა გამოძიების დასრულებაა და არა დანაშაულის მტრისთვის მიწერა – სესიაშვილი

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის თქმით, გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციასთან დაკავშირებით ხელისუფლების პასუხისმგებლობა გამოძიების დასრულებაა და არა დანაშაულის მტრისთვის მიწერა.

მისი თქმით, გამოძიების დასრულების შემდეგ ექნებათ რეაქციაც და მოქმედებაც.

“მთავარი აქ არის სახელმწიფოებრივი მოქმედება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დანაშაული აღკვეთა, მიმდინარეობს გამოძიება, ხელისუფლებას გვაქვს პასუხისმგებლობა ამ გამოძიების მიყვანაზე და არა ის, რომ მე რეალურად მტერს ვისაც ვხედავ მას მივაწერო, მიუხედავად იმისა, რომ ეჭვი და საფუძველი არსებობს. ამიტომ გამოძიება დასრულდება ყველას გვექნება საგამოძიებო ორგანოებისგან პასუხები, ამ პასუხებზე გვექნება კომენტარიც, რეაქციაც და მოქმედება”, – განაცხადა სესიაშვილმა.

ცნობისთვის, „მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, კონტრტერორისტული სამსახურის მიერ ქავთარაძის ქუჩაზე, რამდენიმე დღის წინ დაკავებული რუსეთის მოქალაქე, ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.