“ხელი გაუშვი, რას აკეთებ” – რა ხდება ამ წუთებში თელავში (ვიდეო)

ამ წუთებში სამოქალაქო აქტივისტები თელავში აქციას მართავენ. მათ მსვლელობით გაიარეს ქუჩები და კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონულ სამმართველოსთან გადაინაცვლეს. აქტივისტები ხელმძღვანელ პირთან შეხვედრას ითხოვდნენ. მათ სამართალდამცველებმა კარავის აღება მოსთხოვეს, რასაც მათ შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

სამოქალაქო აქტივისტები ცდილობდნენ გზის გადაკეტვასაც, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს. ინციდენტის დროს ერთი მოქალაქე შეუძლოდ გახდა.მომხდარის დროს პოლიციამ ერთი პირი დააკავა.