ხელმოწერა არ ნიშნავს, რომ ჟვანიამ თანამდებობა უნდა დატოვოს – არჩილ თალაკვაძე

“ხელმოწერა არ ნიშნავს, რომ თამარ ჟვანიამ თანამდებობა უნდა დატოვოს”-  ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, შარლ მიშელის მიერ წარდგენილ ახალ დოკუმენტზე ხელმოწერით, მმართველ გუნდს არ ექნება მოთხოვნა, ცესკო-ს ხელმძღვანელის, თამარ ჟვანიას მიმართ რომ თანამდებობა დატოვოს.

“ჯერ ჯერობით ჩვენ პარლამენტში უნდა დავიწყოთ ოპოზიციასთან ერთად მუშაობა საარჩევნო რეფორმაზე. მოგეხსენებათ, ეს ითვალისწინებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, ასევე, ქვედა დონის კომისიების დაკომპლექტების ახალ წელს, რა თქმა უნდა, ეს აპრიორი არ ნიშნავს, რომ ამ დოკუმენტზე ხელის მოწერით თამარ ჟვანია თავისუფლდება თანამდებობიდან, შესაბამისად, მე შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ ასეთი მოთხოვნა მის მიმართ არ იქნება, თანამდებობასთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილება არის მისი მისაღები”, – თქვა არჩილ თალაკვაძემ.