ხელოვნების მუზეუმთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ხელოვნების მუზეუმთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები ხელისუფლებისგან ისტორიული შენობის დაცვას მოითხოვენ. ურბანისტი ცირა ელისაშვილი აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მინისტრის ტონი შერბილებულია, ეს ხელისუფლებისადმი ნდობას არ ზრდის.

“პარადოქსულ მდგომარეობაში ვიმყოფებით იმიტომ, რომ ვართ სახელმწიფოს მხარეს მაგრამ ვეწინააღმდეგებით ხელისუფლებას. სახელმწიფოს მხარეს ვართ, რადგან მიგვაჩნია რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მთავარი აქტორი უნდა იყოს სახელმწიფო, მაგრამ დღევანდელი ხელისუფლება რაღაცნაირად გვცდის, გავატარებთ თუ არა კონკრეტულ თემებს, მაგალითად მუზეუმის შენობის დანგრევასთან დაკავშირებით, ანჩისხატის ხატის გადაცემასთან დაკავშირებით”, – ამბობს ცირა ელისაშვილი.