ხერსონიდან უკან დახევის დროს, რუსულმა ჯარებმა სავარაუდოდ, დანაღმეს ტერიტორია – ბრიტანული დაზვერვა

ბრიტანული დაზვერვის ყოველდღიურ ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსულმა ჯარებმა გაანადგურეს რამდენიმე ხიდი და სავარაუდოდ, დანაღმეს ტერიტორია.

  • “ხერსონის მახლობლად მდინარე დნეპრის დასავლეთი ნაპირის დაკარგვა, დიდი ალბათობით, ხელს შეუშლის რუსეთს სტრატეგიული ამბიციის განხორციელებაში სახმელეთო დერეფნის შექმნაზე ოდესაში. გადაკვეთის პუნქტების შეზღუდული რაოდენობის გამო, რუსული ძალები დაუცველები იქნებიან დნეპრის გავლისას.“, – ნათქვამია ანგარიშში.