ხერსონის ოლქის ქალაქი ნოვა კახოვკა რუსული არმიის ყველა ნაწილმა დატოვა – უკრაინის გენშტაბი

რუსეთის  ყველა შენაერთმა, რომელიც ხერსონის ოლქის ნოვა კახოვკას დასახლებაში იყო განლაგებული, ქალაქი დატოვა.- ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის გენერალური შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ოკუპანტებმა მშვიდობიანი მოსახლეობისგან წაიღეს საყოფაცხოვრებო და ელექტრონული ტექნიკა, სამკაულები, ტანსაცელი  და მობილური ტელეფონები.

“22 მარტის მდგომარეობით, საოკუპაციო ჯარის ყველა ქვედანაყოფმა, რომელიც ხერსონის ოლქის ნოვა კახოვკას დასახლებაში იყო განლაგებული, ქალაქი დატოვა. ამას წინ უძღოდა ადგილობრივი მოსახლეობის უახლოესი სახლების შემოვლა საარსებო წყაროს გამო. ოკუპანტებმა მშვიდობიანი მოსახლეობისგან დიდი რაოდენობით საყოფაცხოვრებო და ელექტრონული ტექნიკა, სამკაულები, ტანსაცმლი  და მობილური ტელეფონები”, -წერია უწყების განცხადებაში.