ხერსონის ოლქის 600 კვადრატული კილომეტრი დატბორილია – ადმინისტრაცია

ხერსონის რეგიონის სულ მცირე 600 კვადრატული კილომეტრი დაიტბორა- ინფორმაციას ამის შესახებ, რეგიონული სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლექსანდრ პროკუდინმა განაცხადა, რომ დატბორვის საშუალო დონე 5,61 მეტრია.

მისი თქმით, თითქმის  2 000 ადამიანის ევაკუაცია მოხდა.

“მიუხედავად უკიდურესი საფრთხისა და მუდმივი რუსული დაბომბვისა, დატბორილი ტერიტორიიდან ევაკუაცია გრძელდება.  აღმოსავლეთ სანაპიროზე მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ხალხი იტანჯება არა მხოლოდ წყალდიდობისგან, არამედ რუსული ტერორისგან და ოკუპანტების უქონლობისგან, დახმარონ ხალხს”, – დაწერა პროკუდინმა.