ხერსონში ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს პუნქტს, სადაც მოსახლეობა პურს იღებდა – ტიმოშენკო

ხერსონის ოლქში, სოფელ ბელოზერკაში რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს პუნქტს, სადაც მოსახლეობა პურს იღებდა. შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. აღნიშნულ ინფორმაციას, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე კირილ ტიმოშენკო ავრცელებს.

„რუსმა ტერორისტებმა ცეცხლი გაუხსნეს ჰუმანიტარულ პუნქტს პურის განაწილებისას. ეს ბელოზრკაში, ხერსონის რეგიონში მოხდა. საშინელი სროლის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა“ – წერს ტიმოშენკო.