ხვალიდან აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერდება

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ხვალიდან აჭარაში ახალი რეგულაციები წესდება. გაჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ხოლო რესტორნები 22:00 საათის შემდეგ ვეღარ უმშავებს.

მისი თქმით, რეგულაცია გაგრძელდება მანამდე, სანამ ამის საჭიროება იქნება.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევიდან 164 აჭარაში გამოვლინდა.