ხვალიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტს ახალი ხაზები ემატები – ავტობუსების მარშრუტები

თბილისის მერიის ცნობით, ხვალიდან, 24 ოქტომბრიდან სწრაფი სატრანზიტო დერეფანი და საქალაქო-საუბნო მარშრუტები ამოქმედდება. კერძოდ, საზოგადოებრივ ტრანსპორტს ემატება ახალი ხაზები, ახალი ნომრებით.

მათი მარშრუტები ასეთი იქნება:

  • სწრაფი სატრანზიტო საავტობუსე მარშრუტი #301 – პოლიტკოვსკაიას ქუჩიდან ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის მიმართულებით. მარშრუტზე იმოძრავებს 11 ავტობუსი 15-წუთიანი ინტერვალით;
  • საქალაქო საავტობუსე მარშრუტი #332 – ნუცუბიძის IV მ/რ -დან თბილისი ცენტრალის მიმართულებით. მარშრუტზე იმოძრავებს 10 ავტობუსი 12-წუთიანი ინტერვალით;
  • საქალაქო საავტობუსე მარშრუტი #385 – ვაკის და საბურთალოს რაიონში. მარშრუტზე წრიული პრინციპით იმოძრავებს 7 ავტობუსი 6- წუთიანი ინტერვალით;
  • საქალაქო საავტობუსე მარშრუტი #334 – წყნეთიდან მეტრო დელისის მიმართულებით. მარშრუტზე იმოძრავებს 8 ავტობუსი 15-წუთიანი ინტერვალით;
  • საუბნო მარშრუტი #401 – მეტროსადგურ სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პოლიტკოვსკაიას ქუჩის მიმართულებით. მარშრუტზე იმოძრავებს 3 მიკროავტობუსი 5-წუთიანი ინტერვალით;
  • საუბნო მარშრუტი #402 – ვაკის რაიონის რამდენიმე ქუჩა. მარშრუტზე იმოძრავებს 2 მიკროავტობუსი 15-წუთიანი ინტერვალით;
  • საუბნო მარშრუტი #404 – მეტროსადგურ სახელმწიფო უნივერსიტეტიდან უნივერსიტეტის ქუჩის მიმართულებით. მარშრუტზე იმოძრავებს 3 მიკროავტობუსი 7-წუთიანი ინტერვალით;
  • საუბნო მარშრუტი #405 – ნუცუბიძის V მიკრორაიონიდან მეტრო დელისის მიმართულებით. მარშრუტზე 5-წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს 7 მიკროავტობუსი;
  • საუბნო მარშრუტი #447 – აბულაძის ქუჩიდან უნივერსიტეტის ქუჩის მიმართულებით. მარშრუტზე 6-წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს 7 მიკროავტობუსი;
  • საუბნო მარშრუტი #466 – შატბერაშვილის ქუჩიდან, თბილისი ცენტრალის მიმართულებით. მარშრუტზე 4-წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს 12 მიკროავტობუსი.

თბილისის მერის მოადგილის თქმით, სწრაფ სატრანზიტო დერეფანზე იმოძრავებს 12-მეტრიანი ავტობუსები, საქალაქო მნიშვნელობის მარშრუტებზე მოძრაობს 8 და 10 მეტრიანი ავტობუსები, ხოლო საუბნო მნიშვნელობის მარშრუტებზე 6-მეტრიანი ე. წ. მიკროავტობუსები.

“ეს მარშუტები არსებულ ქსელს ემატება და იქ არ მოხდება ჩანაცვლება პირველ ეტაპზე. მოქალაქეს, რომელიც დღეს კონკრეტული მარშუტით სარგებლობს, ისევ შეუძლია იმ მარშუტით ისარგებლოს, მაგრამ დამატებით ვაწვდით, ასევე, ახალ მარშუტებს”, – განაცხადა ხმალაძემ.