ხვალ თბილისის ნაწილს დენი გაეთიშება – სია

კომპანია თელასის ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 20 იანვარს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

შეზღუდვები შეეხება შემდეგ მისამართებს:

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის II კვარტლის, გამსახურდიას II კვარტლის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, ქოშიგორის დასახლების, ბროლოსანის, ხვიჩიას, შორსის, შარტავას, მაჭავარიანის, პეტრიწის, მონასტრის, დიღმის ქედის, ძიძიგურის, კვაჭაძის და ღლონტის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ანა პოლიტკოვსკაიას და ჯიქიას ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვერის პარკის, ნიკოლაძის, კოსტავას, ფარნაოზ ლაპიაშვილის და სატივეს ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“, III მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ომარ ხიზანიშვილის, ხიზაბავრის, ხევძმარის და თეიმურაზ ბოჭორიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გრიგოლ ლორთქიფანიძის და პოლიციის ქუჩების მოსახლეობას.