ხვალ წყდება სასამართლო სისტემის მომავლისა და დემოკრატიის ბედი – ჯანეზაშვილი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, ხვალ იუსტიციის საბჭო გადაწყვეტს სასამართლოს სისტემის მომავლის ბედს.

მისი თქმით, იუსტიციის საბჭო მოსამართლის 100-ზე მეტ ვაკანსიასთან დაკავშირებით მიიღებს გადაწყვეტილებას: 9 – უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის წარდგენა,  88 – ქვედა ინსტანციაში დანიშვნა, 8 – ქვედა ინსტანციაში გადაყვანა.

“შარლ მიშელის დოკუმენტში წერია, რომ უნდა გაჩერებულიყო უზენაესი სასამართლოს კანდიდატურების შერჩევის პროცესი და იქ საუბარია რეფორმებზე. რეფორმები რომც განხორციელდეს მომავალში, ვისთვის ვატარებთ ამ რეფორმებს, თუ საბჭო ხვალ წარადგენს მისთვის სასურველ კანდიდატებს პარლამენტში?

ხვალ მართლა წყდება ამ ქვეყნის დემოკრატიის ბედი იმიტომ, რომ საუბარია 100-ზე მეტ ვაკანსიაზე და საბოლოო ჯამში, შეიძლება, რომ ამით ძალიან დიდი ხნის განმავლობაში საერთოდ დასამარდეს იდეა, რომ ამ ქვეყანაში გარედან შემოვლენ კარგი, ღირსეული მოსამართლეები”,– თქვა ჯანეზაშვილმა ფორმულას ეთერში.