ხვალ, 10 მარტს, პარლამენტში რიგგარეშე სხდომა ჩაინიშნა

რუსული კანონის წინააღმდეგ, გამოსული მოქალაქეების მოთხოვნის შემდეგ პარლამენტში რიგგარეშე სხდომა ჩაინიშნა.

ბიუროს სხდომა 11:45 საათზე გაიმართება, რის შემდეგაც 12:00 საათზე პლენარული სხდომა ჩატარდება.

”ხვალ პარლამენტში სხდომა ჩაინიშნა 12:00 სთზე.

არადა დილით მდინარაძემ მომავალ სესიაზე ჩავაგდებთო. ანუ 10 დღეში.

ეგონა მუხტი განელდებოდა მანამდე))

ახლა სხდომა ჩანიშნეს სასწრაფოდ ხვალ)

ხვალაც უნდა ვანახოთ პროტესტი!

სხდომა უნდა მიმდინარეობდეს გარეთ ასეთი პროტესტის ფონზე!

ხვალ უნდა მოკვდეს უკვე სამართლებრივად ეგ კანონი!” , – წერს წითლიძე.

შეგახსენებთ, პარლამენტთან მიმდინარე აქციის მოთხოვნა იყო დაუყონებლივ მოეწვიათ სხდომა, რათა გაეუქმებინათ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტი.