ხვალ 4 საათზე ველოდებით ქართველ ხალხს რუსთაველის გამზირზე – ოპოზიცია

ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილებით, ხვალ რუსთაველის გამზირზე 16:00 საათზე აქცია გაიმართება.

“ბევრი კოლეგა შევიკრიბეთ, ბევრი არჩევნების გამო იყო რეგიონებში გასული და ხვალ ბრუნდებიან დედაქალაქში. გადაწყვეტილება მიღებულია, ხვალ 4 საათზე ველოდებით ქართველ ხალხს რუსთაველის გამზირზე. ეს არ იყო არჩევნები, ეს იყო ომი და ჩვენ ეს ომი არ წაგვიგია. ყველამ დავინახეთ, რასთან გვქონდა საქმე”,– თქვა ნიკა მელიამ ოპოზიციის საგანგებო ბრიფინგზე.

ამ დროისთვის დათვლილია ხმების 37%. ხმები ასე ნაწილდება: ქართული ოცნება 51.68%, ენმ 24.31%, ევროპული საქართველო – 3.95%.