დაპირისპირება ივანიშვილის სახლთან – პოლიცია სააკაშვილის სტიკერებს ხევს [LIVE]

ხმაური ბიძინა ივანიშვილის სახლთან – მოძრაობა ”მიშას თავისუფლებისთვის” ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან ექსპრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით აქციას მართავს . აქტივისტებს გვირაბის კედლებზე “თავისუფლება მიშას” წარწერიანი სტიკერების გაკვრა სურდათ, თუმცა პოლიციამ მათ არც ამის უფლება მისცა.

“ხედავთ რამხელა მობილიზება აქვს პოლიციას, კედლებსაც კი იცავენ, რომ რამე არ დავწეროთ, მაგალითად – თავისუფლება მიშას. აქციები იქნება კანონის ფარგლებში – მწვავე ძალიან, ყოველდღე, რადგან საქართველოს მესამე პრეზიდენტი შიმშილობს, ეს არის სირცხვილი, რომ ზოგადად პატიმარია ეს ადამიანი და ბიძინა ივანიშვილი სასახლეში წამოწოლილი მართავს ქვეყანას, რომელიც დაღუპა” , – ამბობს სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია.