ხობში, სოფელ ნოჯიხევში მატარებელი ქალს დაეჯახა – ის ადგილზე გარდაიცვალა

ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნოჯიხევში, მატარებელი შუა ხნის ქალს დაეჯახა. ის ადგილზევე გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა დღეს, დილის საათებში მოხდა.

შსს–ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.