ხოჯევანიშვილი: მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია ვიქნებით

გიორგი გახარიას გუნდის წევრი გიორგი ხოჯევანიშვილი ამბობს, რომ მათი პარტია იდეოლოგიურად მემარჯვენე-ცენტრისტული იქნება.

“არ იქნება სწორი, რომ დეტალებზე ვისაუბროთ, მაგრამ უფრო მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია ვიქნებით სავარაუდოდ. ჩვენ ვმუშაობთ იდეოლოგიის ძირითად საკითხებზე და ცალსახად უნდა ითქვას, რომ ევროინტეგრაცია იქნება ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება. ჩვენ ყველა იმ პროექტს დავუჭერთ მხარს, რომელიც ქვეყანაზე დადებით ზეგავლენას მოახდენს და ჩვენს საზოგადოებას უკეთეს მომავალს შესთავაზებს”,– ამბობს ხოჯევანიშვილი ფორმულას ეთერში.

მანვე აღნიშნა, რომ პარტიის პრეზენტაცია მაისის თვეში გაიმართება.

დღეს “ქართული ოცნება” გახარიას გუნდის 6-მა წევრმა დატოვა. ხოჯევანიშვილი არ გამორიცხავს, რომ მათ პარტიას მმართველი გუნდის სხვა დეპუტატებიც შეუერთდნენ.