ხულოს მერიის 2 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ხულოს მერიის განცხადებით, მათ 2 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. მათივე ცნობით, ყველა პირი, ვისაც ინფიცირებულებთან კონტაქტი ჰქონდა თვითიზოლაციაში გადავიდა და ტესტირება ჩაუტარდა.

“აღსანიშნავია, რომ აღნიშნული თანამშრომლები ბოლო პერიოდის განმავლობაში გადასული იყვნენ დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე და მათ შემხებლობა არ ჰქონიათ სხვა თანამშრომლებთან. ხულოს მერია განაგრძობს ფუნქციონირებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად”, – წერს ხულოს მერია განცხადებაში.

დღეს საქართველში კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 54 გამოჯანმრთელდა, 1 გარდაიცვალა.