ჯაკარტადან აფრენილი თვითმფრინავი, რომელზეც 50 მგზავრი იმყოფება უკვალოდ გაუჩინარდა

ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტადან აფრენილი, Sriwijaya Air-ის სამგზავრო თვითმფრინავი, ბოინგ 737, რომელშიც 50 მგზავრი იმყოფებოდა, უკვალოდ გაუჩინარდა.  ინფორმაციას ამის შესახებ, BBC ავრცელებს.

ვებგვერდზე, რომელიც სხვადასხვა თვითმფრინავის ადგილმდებარეობას ყოვლწუთიერად აახლებს, გამქრალმა თვითმფრინავმა 1 წუთზე ნაკლებ დროში 3 000 მეტრის სიმაღლე დაკარგა.

flightradar24-ის რუკაზე თვითმფრინავი ბოლოს კუნძულ იავასთან ფიქსირდება.