WHO-მ “სინოვაკს” ავტორიზაცია მიანიჭა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, კორონავირუსის საწინააღმდეგო  ჩინური ვაქცინა “სონოვაკი” საგანგებო გამოყენებისთვის დაუშვა და  Covax პლატფორმაზე განთავსდება. ამის შესახებ ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეიესუსმა განაცხადა. სინოვაკი არის მეორე ჩინური ვაქცინა, რომელმაც ჯანმოს ავტორიზაცია მიიღო და ის საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს.  ჯანმოს მიერ გაცემული ნებართვა სინოვაკის გამოყენებაზე ადასტურებს, რომ ის ეფქტურია და მისი გამოყენება უსაფრთხოა.

ჯანმომ Sinovac-CoronaVac-ის ვაქცინა საგანგებო გამოყენებისთვის დაუშვა და ქვეყნებს, ფონდებსა და შესყიდვების სააგენტოებს არწმუნებს, რომ აღნიშნული ვაქცინა უსაფრთხოების, ეფექტურობისა და წარმოების საერთაშორისო სტანდარტებს პასუხობს“, – ნათქვამია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, საქართველომ ჩინეთისგან სინოვაკის 100 000 დოზა საჩუქრად მიიღო. მოქალაქეებმა  21 დღის ინტერვალით, ვაქცინის 2 დოზა უნდა მიიღონ. საქართველოში სინოვაკის ვაქცინაზე რეგისტრაცია საქართველოში 21 მაისს, ხოლო ვაქცინაცია 24 მაისს დაიწყო.