ჯანმრთელობის მდგომარეობა კატასტროფულია, 62 კგ-ია – ალასანია სააკაშვილზე

“ჯანმრთელობის მდგომარეობა კატასტროფულია, 62 კგ-ია” – ამის შესახებ, განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ.

”ჯანმრთელობის მდგომარეობა, მე რომ მკითხოთ კატასტროფულია იმიტომ, რომ კიდევ დაუკლია და 62 კგ-ია. უკანასკნელი ჩემი ინფორმაციით, იყო 64, ახლა 62 კგ-ია. შესაბამისად, სისუსტეც უფრო ძლიერდება. დღის პირველი ნახევარი არის ხოლმე რთული, სისუსტე აქვს საშინელი და გუშინწინ იყო მგონი, გული რომ წაუვიდა. ეს ყველაფერი წონის გამოა, სისუსტის გამოა და რა თქმა უნდა, იმ მძიმე მეტალების გამო, რომელიც ჯერ კიდევ არის მის ორგანიზმში.”- აცხადებს ალასანია.