“მთავარი კითხვა ახლა ოპოზიციურ ფლანგზე არის ის, თუ რომელი ოპოზიციური პარტიები და პოლიტიკური ლიდერები არიან ისინი, ვინც გულწრფელად იბრძოლებენ შემოდგომაზე ოქტომბრის არჩევნებზე იმისთვის, რომ ოცნებამ ვერ აიღოს 43% და ვინ არიან ისინი, ვისთვისაც პოლიტიკურად უფრო მომგებიანი იქნება, რომ დარჩეს ამ პარლამენტში.

რა თქმა უნდა, არიან ეგეთი პოლიტიკოსები, რომლებიც შეიძლება ვერ ხედავდნენ საკუთარ პოლიტიკურ მომავალს ხელახალი არჩევნების შემთხვევაში და მათთვის უფრო მომგებიანი იყოს, რომ დარჩეს ეს პარლამენტი და ხელახალი არჩევნები არ ჩატარდეს. მიზეზი არის ის, რომ რაღაც პარტიები და ინდივიდუალური პოლიტიკოსები შეიძლება ვეღარ მოხვდნენ პარლამენტში. ეს არის სიმართლე, რომელსაც თვალი უნდა გაუსწოროს ყველამ, ჩემი ჩათვლით”