ჯაფარიძე არის მარტო და დანარჩენი გირჩი გაკვირვებულია ამ ყველაფრით – ხვიჩია

პარტია გირჩის ერთ–ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია ამბობს, რომ პარტიიდან წასვლას არ აპირებს.

მისივე განცხადებით, ჯაფარიძე მარტოა და მას დახმარება სჭირდება.

“სუსტი საბაბი იყო ჩემი აზრით, რომლის უკან მე რა დგას არ ვიცი და თქვენთან ერთად მზად ვარ გავარკვიო. გუშინწინ მეგობრები ვიყავით, მგონია რომ ჩემს მეგობარს დახმარება ესაჭიროება და ეს უნდა გავარკვიოთ, არ ვიცი ფიზიკურად მსგავსი რამე მე არ გამიგია, შესაბამისად, თქვენთან ერთად ვარკვევ. ზურა ჯაფარიძე არის ერთი მარტო და დანარჩენი გირჩი გაკვირვებულია ამ ყველაფრით. მე საიდან უნდა წავიდე?! მე აქ დავიბადე და აქ ვცხოვრობ”,– ამბობს ხვიჩია.

ცნობისთვის,ზურაბ ჯაფარიძემ იაგო ხვიჩიასთან, სანდრო რაქვიაშვილთან და ვახო მეგრელიშვილთან პარტიული თანამშრომლობა გაწყვიტა. ჯაფარიძემ გირჩის ჯგუფში დაწერა, რომ მათთან ერთად “გირჩის კეთებას” არ აპირებს.

სანდრო რაქვიაშვილის მტკიცებით, ჯაფარიძემ პარტიის ლიდერებს ულტიმატუმები წამოუყენა.

ვახო მეგრელიშვილის განმარტებით, აზრთა სხვადადასხვაობა პარლამენტში შესვლა–არშესვლას არ ეხება.