ჯაფარიძე: საქართველოში მეგობარი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ჩამოდიან

ლელოს ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის ინფორმაციით, საქართველოში მეგობარი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ჩამოდიან.

“ძალიან მნიშვნელოვანი დელეგაცია უნდა ეწვიოს ჩვენ ქვეყანას. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან. კარგია, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ჩამოდიან, რომელთა ჩამოსვლა სწორედ ეძღვნება ამ კრიზისს, რაშიც ქვეყანა იმყოფება. მე იმედი მაქვს, რომ ეს ჩამოსვლაც ხელს შეუწყობს კრიზისის გადაჭრის გზებზე შეთანხმებას”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

მთავარი არხის ინფორმაციით, საქართველოში 6 მეგობარი ქვეყნის: ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, შევედეთის, პოლონეთისა და საფრანგეთის საგარეო მინისტრები ჩამოვლენ.

ცნობისთვის, ლელოს ლიდერები დღეს ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებს შეხვდნენ. ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეც იმყოფებოდა.