ჯაღმაიძის თქმით, თუ სააკაშვილს რამე დაემართება, თავად იქნება პასუხისმგებელი

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ თუ მიხეილ სააკაშვილს რამე დაემართება, ეს მისი პასუხისმგებლობა იქნება.

“სააკაშვილი იქნება პასუხისმგებელი, მან თავად გადაწყვიტა შიმშილობა, მას არ ავალდებულებენ შიმშილობას. ჩვენ მას მოვუწოდეთ და ნებისმიერ მოშიმშილეს მოვუწოდებთ, რომ ეს არის მისი ჯანმრთელობისათვის საზიანო, საკუთარი ჯანმრთელობის დაზიანება არ არის ქრისტიანულად გამართლებული აქტი, ამიტომ ყოველ ჯერზე, როდესაც მსგავსი შემთხვევა იქნება, საპატრიარქოს და ნებისმიერი სასულიერო პირის ვალდებულება იქნება, მოუწოდოს ადამიანს, ნუ აყენებს ზიანს…

უმკურნალეთ სათანადოდ ყველა ადამიანს, ვისაც სჭირდება მკურნალობა, მათ შორის მიხეილ სააკაშვილს, სამოქალქო კლინიკაში გადაყვანა არ ვიცი, ეს უნდა შეაფასონ. გადაიყვანონ უკვე არის პოლიტიკური განცხადება, იმიტომ რომ აქ არის მთელი ჭიდაობა”,- ამბობს ის TV პირველის ეთერში.

მისივე შეფასებით, ექსპრეზიდენტის შიმშილობა პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება, რადგან მას “ხელისუფლებაში მოსვლა უნდა”.